понедельник, 24 мая 2010 г.

პროექტი – ცხოვრების დონე

1. პროექტის სახელი: ცხოვრების დონე

2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით: მოსწავლეთა მიერ შემოსავალსა და ცხოვრების დონეს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა.მონაცემების მოგროვების და შედარების ანალიზის საშ–ით ლოგიკური დასკვნების გამოტანა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეებმა შეიმუშაონ მოქმედების გეგმა. განსაზღვრონ ის კრიტერიუმები, რომელიც მოითხოვს ცხოვრების დონის ამაღლებას, თუ რაზე არის დამოკიდებული შრომის ნაყოფიერების გაზრდა. შეიმუშავებენ მოქმედების გეგმას, ვისგან შეუძლიათ საჭირო ინფორმაციის მიღება და განახორციელონ თავიანთი გეგმები. მოამზადონ 10წთ – იანი პრეზენტაცია შედეგები თანაკლასელებს გაუზიარონ.

4. მოსწავლეთა ასაკი/კლასები: მე–11, მე–12 კლასი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: სამუშაო ჯგუფების შექმნა, ინტერნეტის საშ–ით მასალის მოძიება და გაანალიზება ჩვენი ქვეყნის მაგალითზე, მსჯელობა, დისკუსია.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროექტი, რაც შეიძლება შიქმნას: მოსწავლეებმა მოაგროვონ ყველა საჭირო მონაცემები, რომლებიც დაჭირდებათ შემდეგ კითხვებზე პასუხის გასაცემად:
? რა მინიმალური შემოსავალია საჭირო ჩვენს ქვეყანაში იმისათვის, რომ მაგ: ოთხი სულისაგან შემდგარი ოჯახი ცხოვრობდეს:
ა) სიღარიბის ზღვარზე?
ბ) ცხოვრების მინიმალურ დონეზე?
გ) ზომიერად კომფორტულად?
დ) აბსოლუტურ კომფორტში?
ე) ახდენილი ოცნების სამყაროში?
8) სარგებელი სხვებისთვის: საუკეთესოდ მიჩნეული იქნება ის პროექტი, რომელშიც ყველაზე უკეთ იქნება დასახული ამოცანები, შემუშავებული იქნება მოქმედების გეგმა, მოგროვილი ინფორმაციის და გაანგარიშების საფუძველზე გამოტანილი იქნება ადეკვატური დასკვნები.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ეკონომოკა – შემოსავლებსა და ცხოვრების დონეს შორის დამოკიდებულება
გეოგრაფია – განსაზღვრავენ ჩვენი ქალაქის გეოგრაფიულ მდებარეობას, ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ირმა ფირცხალავა
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ – ფოსტა: irma489@gmail.com

13. პროექტის ფორუმი: ,,ცხოვრების დონე